მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი
შორენა ცინცაბაძე

Welcome to the Music International Summer Academy - MISA!

We continue to pursue our goal to unite people in the world through music, build peaceful connections between different countries, and celebrate our diversity by making music together. Join us this coming this July for Music, Friends and have fun in the Georgian most unique Cities Tbilisi, Kutaisi and Batumi!

MISA's Soloists
მუსიკალური მოგზაურობა იწყება განათლებიდან! ხელოვნების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდის მიზნით აუცილებელია საკონცერტო დარბაზები იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდასათვის. MISA არის პლატფორმა, რომელიც აკადემიის მონაწილეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიდნენ საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში და ყველაფერს აკეთებს მათი პროფესიონალური ოცნებების აღსახთენლად.
ჩვენი ორგანიზაციის მისია
„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმაშორენა ცინცაბაძემ 2015 წელს. ასოციაციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA), რომელიც წელს უკვე მეექვსედ ჩატარდება საქართველოში.  2021 წლის ივლისს MISA-ს ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო პროექტი "ოპერა: წარსული, აწმყო, მომავალი!" შემოქმედებითი ევროპა-კულტურას: ევროპული თანამშრომლობის პროექტები 2020 პროგრამის ფარგლებში დაიწყო. პროექტი განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე. გარდა ორგანიზაციისა „MOTO - მუსიკის, ოპერისა და თეატრის ორგანიზაცია“(სერბეთი), რომელიც პროექტის ხელმძღვანელია, პროექტის პარტნიორები არიან (აქტორები): 1. ნიუ გენეკო ამსტერდამიდან (ნიდერლანდები), 2. საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია თბილისიდან (საქართველო) 3. დონჯა გორიცას უნივერსიტეტი, პოდგორიცაში (მონტენეგრო) და 4. მადლენიანი ბელგრადში. (სერბეთი).   მიზანი: ამ პროექტის მთავარი მიზანი არის, იმ ახალგაზრდა პროფესიონალების დაკავშირება და განათლება, რომელთაც სურთ სექტორული, ინტერეთნიკური და თაობათაშორისი დიალოგის დამყარება (ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მენტორებს შორის), თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა ოპერაზე, ზოგადად კლასიკურ მუსიკაზე, როგორც ინტერდისციპლინარულ და ნამდვილ ევროპულ ხელოვნების ფორმაზე.კერძოდ, მიზანია ოპერის კონტექსტის და პოზიციის მიმოხილვა თანამედროვე სამყაროში, შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული საქმიანობით - ტრენინგი, განათლება და საბოლოო მომხმარებლის კომპეტენციების გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობების გამოყენება მედიაში პოპულარიზაციისა და წარმოების სფეროში (სოციალური ქსელები, პროგრამები და ციფრული სცენოგრაფია). განხორციელება:პროექტი ხორციელდება ხუთ ეტაპად (01/09/2020 – 01/02/2023) და თითოეული ეტაპი გრძელდება 6 თვე, ხუთივე ეტაპის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არის წინასწარ გაწერილი, რომელიც ითვალისწინებს დაფინასებას დონორი ორგანიზაციის მხრიდან, გრანტი ჯამური რაოდენობით 120000 ევრო, ხოლო თვითდათინანსება 80000 ევრო. პროექტის გნხორციელების წესები სრულად ადაპტირებულია პანდემიურ რეგულაციებთან და საერთაშორისო პროექტის აქტორებს შორის უშუალო კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, მოსამზადებელი, სააანგარიშო და საკონფერენციო სამუშაოები განხორციელდება ონლაინ რეჟიმში. ოთხივე ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციები ძირითად ღონისძიებებს ატარებენ საკუთარ ლოკაციაზე და კორდინაციის მიზნით იყენებენ ონლაინ პლატფორმას. უშუალო გაცვლითი პროგრამის ნაწილი დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულისათვის, ამ დროისათვის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ მასპინძლობს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს (საოპერო მომღერალი და დირიჟორი) თავისმხვრივ, „სამსა“-ს არტისტები მიემგზავრებიან პარტნიორ ქვეყნებში მოწვეული სტუმრის სტატუსით. „სამსა“-ს აქტივობები: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაცია“ არის საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოღვაწეობს კლასიკური მუსიკის მიმართულებით და მისი მიზანია, კლასიკური მუსიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ამ სფეროში წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტა, ახალგაზრდა მუსიკოსების, პედაგოგების მხარდაჭერა და საქმიანობაში ხელშეწყობა. 2015 წლიდან „სამსა“ აკეთებს პროექტს „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“,6 სეზონის განმავლობაში, საქართველოს მაშტაბით ჩატარდა უამრავი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის: მოწვეული პროფესორების მასტერკლასები და ლექციები, ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი “MISA Grand Prix”, სიმფონიური ორკესტრის კონცერტები ღია ცის ქვეშ „ოუფენ ეირ“ი (Open Air) და საპრეზენტაციო თუ საზეიმო კონცერტები. 2018 წელს „სამსას“ ეგიდით ჩამოყალიბდა „საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი“. „სამსა“აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების საფესტივალო და საკონკურსო ღონისძიებებში ჩართულობას და კარიერულ წინსვლას. მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც ქართული მხარე ვალდებულია გააგრძელოს მისი მოღვაწეობა ჩვეულ რეჟიმში და ყოველი პერიოდის შემდეგ წარუდგინოს ანგარიში ლიდერ ორგანიზაციას „მოტო- მუსიკის ოპერის და თეატრის ორგანიზაცია“ (სერბეთი). „სამსა“ - ს ღონისძიებები ძირითადად ჩატარდება თბილისსა და ბათუმში, ასევე იმ რეგიონულ ცენტრებში, სადაც წლების განმავლობაში ტარდებოდა მსგავსი ტიპის აქტივობები. უშუალოდ აქტივობების გრაფიკი და ჩართულობის ხარისხი დადგენილი რეგულაციების სიმძიმიდან გამომდინარეობს. დაგეგმილია, კონცერტები, რეტეტიციები, კონკურსები, მასტერკლასები, ვორკშოპები, მოსმენები და სხვა უამრავი შემოქმედებითი ღონისძიება, რომელთა დიდი ნაწილი 2021 წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.