თამარ ბუაძე

თამარ ბუაძე


საქართველოს საგუნდო საზოგადოების წარმომადგენელი ქვემო ქართლში

დამთავრებული აქვს ქ.თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია / გუნდის დირიჟორის სპეციალობით /დ.კვაჭანტირაძის და ბ.ძნელაძის კლასში

1996 წლიდან მუშაობს რუსთავის ო.თაქთაქიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გუნდის პედაგოგად.
2006 წელს დაინიშნა რუსთავის ააიპ ფოლკლორის სკოლის დირექტორად.
2004 წელს შექმნა ქალთა ანსამბლი "თუთარჩელა", რომელთან ერთად იმოგზაურა ევროპის ქვეყნებში: გერმანია, შვეიცარია, ავსტრიაში. ანსამბლს მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალებში.
2009 შექმნა "თუთარჩელას" მეორე და მესამე თაობა, რომელთან ერთად 2014 წელს გერმანიის ქალაქებში ბრემენსა და ჰამბურგში ჩაატარა საგუნდო მუსიკის კონცერტები.
2011-2012 წლებში რუსთავის ფოლკლორის სკოლაში ჩამოაყალიბა ქალთა გუნდი და ქ.თბილისში "თუთარჩელა ინთერნეშენალი", სადაც უცხოელი ქალბატონები მღერიან.
2008 წლიდან ჩატარებული აქვს ქართული სიმღერის მასტერკლასები- გერმანია, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთსა და ჩეხეთში. გერმანიის ქალაქებში-ბერლინში, ჰამბურგში, ფრანქფურტსა და ლუნებურგში ყოველწლიურად ატარებს სემინარებს, როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულთა გუნდებთან.
2012 წელს ევროპაში ქართული სიმღერის პოპულარიზაციისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებულ იქნა ღირსების ორდენით.
2013 წელს არჩეულ იქნა ქ.რუსთავის საპატიო მოქალაქედ.