„MISA“-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი
„MISA“-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრიდაარსდა მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მოღვაწეობიდან 3 წლის თავზე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშრისო ასოციაციის მიერ 2017 წელს. 2018 წლის იანვარს კონცერტი მარათონის სახით ირკესტრი წარსდგა მსმენელის წინაშე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში “MISA” -ს სოლისტებთან, პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელთან - შორენა ცინცაბაძესთან და შვეიცარიიდან მოწვეულ მუსიკოსთან - ანასტასია ვოლჩოკთან ერთად. „MISA“-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის მიერ გამართულმა კონცერტებმა მსმენელის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ორკესტრი შედგება თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან (14-28 წლამდე). ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია შორენა ცინცაბაძე, დირიჟორი - მაესტრო გიორგი