ეკატერინე ნიკოლაძე

     ეკატერინე ნიკოლაძე დაიბადა 2005 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისში. მუსიკალურ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა მან დაიწყო 2011 წელს, ახალგაზრდა პედაგოგ თინათინ ენდელაძესთან ერთად, ქ. ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლაში.

2014 წლიდან ეკა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში, სადაც მოიპოვებს საპატიო დიპლომებს, ლაურეატის წოდებებს და სპეციალურ პრიზებს.

2016 წელს ეკატერინემ მონაწილეობა მიიღო პიანისტ ელისო ბოლქვაძის მასტერკლასებში. შედეგად ის მიწვეული იქნა Batumi Music Fest-ზე, სადაც მას მოუსმინა გამოჩენილმა მუსიკოსმა დარკო ბრლეკმა (სლოვენია, აშშ), რომელმაც, თავის მხრივ, ეკა მიიწვია ლიუბლიანაში (სლოვენია) ახალგაზრდა ვირტუოზების XXV მუსიკალურ ფესტივალზე (2017 წ.), 45 წუთიანი სოლო პროგრამით. ეკატერინე გახდა ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“-ს სტიპენდიანტი და მას შემდეგ ყოველწლიურად არის ბათუმის მუსიკალური ფესტივალის პროგრამის მონაწილე.

ეკატერინეს მიღებული აქვს პირველი ადგილები ხელოვნების აკადემიის მიერ დაარსებულ  ი. ს. ბახის ეროვნულ კონკურსზე (2017 წ.); VII ეროვნულ კონკურსზე (2017 წ.); ვ. ა. მოცარტის III  საერთაშორისო კონკუსზე (2018 წ.). ის ორჯერ გახდა პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის სტიპენდიანტი. 

ეკამ ასევე აიღო I პრემია ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XI რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალზე „იპოვე შენი ვარსკვლავი“ (2018 წ.); მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი ს. პროკოფიევის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის თ. ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსზე ბორჯომში (2018 წ.); მოიპოვა მედალი და დიპლომი თანამედროვე ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის კლასიკური მუსიკის XI რესპუბლიკური ფესტივალზე „მომავლის ვარსკვლავები-2018“. 

2018 წელს ეკატერინე ხდება გრან-პრის მფლობელი VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “ჰარმონია”, ქ. სიდეში (თურქეთი).

ამავე წელს ეკამ მონაწილეობა მიიღო მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია „MISA”-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში - „MISA Grand Prix”, სადაც მოიპოვა I ადგილი, მოწვევა ბავარიაში სოლო კონცერტით და მოწვევა MISA-ს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტის დაკვრაზე.

ამჟამად ეკატერინე სწავლას აგრძელებს ქ. ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცეტრალურ სამუსიკო სასწავლებლში პედაგოგ ლედა კანკავასთან.