ილია ლომთათიძე დაიბადა თბილისში 2003 წელს, 7 წლის ასაკში სწავლა დაიწყო მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით, 8 წლიდან გახდა ფონდ - SOS Talents Foundation-ის სტიპენდიანტი. მისი გალა კონცერტები საფრანგეთში და შვეიცარიაში რამდენჯერმე გადაიცა "MEZO TV" - სა და "TV 5" Monde- ზე.
ილია მიწვეული იყო რამოდენიმე ფესტივალზე. მან მონაწილეობა მიიღო კაუნასის , ლუბლიანას , ანესის და ოვერ-სიურუაზის.ილია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალში „ ბათუმის მუსიკალური ფესტივალი“ რომელიც დააარსა ცნობილმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, ქ-მა ელისო ბოლქვაძემ.
ილიას ქონდა კონცერტები მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჰოლანდიის კონცერტდებაუს დარბაზში და ჟენევის გაეროს შტაბ-ბინაში.
ილია ლომთათიძეს სხვადასხვა კონკურსებში მიღებული აქვს გრან პრი და პირველი ადგილი, 2015 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში - "Astana Piano Passion”,სადაც მოიპოვა პირველი პრიზი და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის სპეციალური პრიზი.
ასტანის ოპერის საკონცერტო დარბაზში წარსდგა სოლო პროგრამით. ცნობილი პიანისტის, დენის მაცუევის მიწვევით მონაწილეობდა ფესტივალ „Crescendo“-ს საიუბილეო კონცერტებში სოჭში, ფსკოვში, მოსკოვში, და ირკუტსკში „ Звёзды на Байка́ле“.
ილია მონაწილეობდა ბათუმის საზაფხულო აკადემიაში „მისა“ 2017 დაარსებული პიანისტ შორენა ცინცაბაძის მიერ და გახდა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „MISA“-ს კონცერტების სერიაში. 2018 წელს ილიას ქონდა კონცერტი ქ.ბაზელში, შვეიცარიაში, რომლის ორგანიატორიც გახლდათ მუსიკის საერთაშრისო საზაფხულო აკადემია “MISA”. ამ კონცრტის შემდეგ ის კვლავ მიწვეული იქნა შვეიცარიაში ლისტის კონცერტით #2 ბაზელის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად! ილია ლომთათიძე სწავლობს ევგენი მიქელაძის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგ ნატალია ნაცვლიშვილთან.