1963 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1966 - ასპირანტურა (პროფესორი შ.შანიძის კლასი). 1963 მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტში (რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეცაა) კონცერტმაისტერად, ხოლო 1966-იდან - საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ (გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვა). 1967-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1971) და ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1973, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან - კ. ვარდელთან, ო. ჩუბინიშვილთან, ნ. ჟვანიასთან ერთად).
თამაზ ბათიაშვილი