მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია (MISA 2017)
მონაწილეები
– მუსიკალური განათლების მქონე სტუდენტთათვის და პროფესიონალთათვის
– ასაკობრივი ზღვარი: 13-დან 25 წლამდე (ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებული საკითხი ექვემდებარება განხილვას)
– 15 (შესაძლოა დაემატოს დამატებით 5 ადგილი) მონაწილე
საჭირო დოკუმენტები
– განაცხადი მონაწილეობაზე (online)
– რეპერტუარის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი
მოსმენა | მოსმენა გაიმართება 25 მაისს (17:00-18:00) და 26 მაისს (12:00-14:00).
მოსმენის ადგილი: ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი №2
მისამართი: ქ. თბილისი, ვ.ბარნოვის ქ. №54
მოსმენის დღეს, აპლიკანტმა უნდა იქონიოს: ID ბარათი, დაბადების მოწმობა, პასპორტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა | 30 მაისი, 2017 წელი
მონაწილეთა რაოდენობა და გადასახადები |
– მოსმენების შედეგად აკადემიაში უფასოდ მონაწილეობისათვის შეირჩევა 15 შემსრულებელი (მგზავრობისა ხარჯს მონაწილეები თავად ანაზღაურებენ).
– მათთვის, ვინც ვერ მოხვდება აკადემიის მიერ შერჩეულ 15 მონაწილეთა რიგებში, გათვალისწინებულია დამატებითი 5 ფასიანი ადგილი, რომლის ღირებულება შეადგენს 200 ლარს. ამ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში და დაესწრონ აკადემიის ფარგლებში გამართულ სხვა ღონისძიებებს.
– უცხოეთიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის, სრული პაკეტის ღირებულება შეადგენს 120$ (მხოლოდ ბილეთი, ჯიბის ფული, ჯანმრთელობის დაზღვევა და ვიზის თანხები იქნება მონაწილის მიერ დასაფარი).
პროგრამა | პროგრამაში უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიფონია, სონატური ალეგრო და ვირტუოზული ნაწარმოები.
მოსმენებში პროგრამის ხანგრძლივობა 15-18 წუთი. წარმოდგენილი პროგრამიდან ჟიური თავად შეარჩევს ნაწარმოებებს.
აპლიკაციის ონლაინ ფორმა | დააჭირეთ აქ
დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
mail@misa.ge
misaingeorgia2015@gmail.com
✆ (+995) 599-611-982 – საორგანიზაციო კომიტეტი