Qetevan Razmadze’s review (“Music”, 2015)

Qetevan Razmadze’s review (“Music”, 2015)

Review1 Review2 Review3 Review4

მარინა მდივანი

მარინა მდივანი

mdivani

საქართველო გამორჩეული მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა, მართებულად მიმაჩნია ყოველგვარი აქტივობა ამ სფეროს წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი მას მართლაც ჭეშმარიტ პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს.

სასიხარულო იყო, ” მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” შესახებ ინფორმაციის მიღება. თავად ამ აკადემიის დამფუძნებელი შორენა ცინცაბაძე ჩემთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სკოლა აქვს გავლილი და დღეს ატქიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა. მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით აკადემია დიდ წარმატებას მიაღწევს. ზემოთქმულიდან გამომდინარე მე რეკომენდაციას ვუწევ ” მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დაარსებას.

პატივისცემით,

marine

Marina Mdivani
Associate Professor
Faculty of Music
Mcgill University

Montreal, April 21, 2015

მაყვალა ქასრაშვილი

მაყვალა ქასრაშვილი

11093558_10153257758654486_1065243668_n

დღეს, როდესაც ასე მწვავედ დგას საქართველოში კლასიკური მუსიკისადმი ახალგაზრდობის დაინტერესებისა და მუსიკოსის პროფესიის არჩევის საკითხი,” მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დაარსება მეტად საჭირო და დროულ ღონისძიებად მიმაჩნია.

“მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი მოსკოვის კონსერვატორიისა და ასპირანტურის კურსდამთავრებული ახალგაზრდა პიანისტი შორენა ცინცაბაძე, რომლის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ არაერთ ქვეყანაში, ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას ამ საქველმოქმედო, მეტად საჭირო პროექტის–ახალაგზრდა ქართველ შემსრულებლებზე დახმარების, წარმატებით განხორციელებაში. ამდენად, სიამოვენბით ვუწევ რეკომენდაციას “მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დაარსებას და მჯერა რომ იგი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას დაულოცავს გზას მაღალი ხელოვნებისკენ.

პატივისცემით,

notifi

მაყვალა ქასრაშვილი

20.04.2015

ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე

liana

ეს შესანიშნავი იდეაა, მითუმეტეს, რომ საქართველო მდიდარია უაღრესად ნიჭიერი, ღმერთით დაჯილდოებული ბავშვებით, რომელთაც, სასურველია, სწორედ საქართველოდან გაუკეთონ დიდი კარიერა, რათა მათ არ დასჭირდეთ კარიერისთვის საზღვარგარეთ წასვლა. გისურვებთ დიდ წარმატებას ამ საქველმოქმედო პროექტში!

თქვენი ლიანა ისაკაძე