მოწვეული სტუმრები


ნინო ბარკალაიამ  წარჩინებით დაამთავრა ქ.მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო, საორღანო და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტები. არის საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კავალერი (2002), უნივერსიტეტ „პარიზი 8“-ს ესთეტიკის, მუსიკათმცოდნეობის და ფილოსოფიის დოქტორი. მოსკოვის პ. ი. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. ფლობს კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ფართო საკონცერტო რეპერტუარს. აქვს გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში, კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერ-კლასებს ევროპის უნევირსიტეტებსა და კონსერვატორიებში. თანამშრომლობს მუსიკოსებთან: ოლგა კაიზერთან-არფა, პიერ-ივ არტოსთან – ფლეიტა, სილვი გაზოსთან – ვიოლინო და კომპოზიტორებთან – გი რებელთან, მიკაელ ლევინასთან, ბერნატ ვივანკოსთან, ოსკარ სტრასტნოისთან და სხვ. როგორც სოლისტი-პიანისტი კონცერტებს მართავს ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუსეთში, იორდანიაში და სხვ. განახორციელა ჩაწერები რადიოზე, ტელევიზიაში და კომპაქტ-დისკებზე, მათ შორის პირველად ჩაწერა კომპოზიტორ ნიკოლაი ობუხოვის თხზულებათა სრული კრებული ფორტეპიანოსთვის. მონაწილეობდა
ფესტივალებში: „მოსკოვური შემოდგომა“, ო. მესიანის ხსოვნის ფესტივალი (მოსკოვი), ფესტივალი ტრირეში (გერმანია), დ. შოსტაკოვიჩის ხსოვნის ფესტივალი (2006, პარიზი, საფრანგეთი), თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „Multiphonia“ (Radio France, პარიზი, საფრანგეთი), ფესტივალი მონპელიეში (საფრანგეთი) და სხვ. არის: რიგ კომპოზიტორთა შემოქმედების მკვლევარი და პოპულარიზატორი; 2007 წლის რადიოპროგრამების და დღიურების ავტორი „რადიო დე ფრანს“-ზე; 21 პროგრამის („კლასიკოსების შესრულება მიხეილ ვოსკრესენსკისთან ერთად“) ავტორი და შემქმნელი ტელეარხ „კულტურა“-ზე(2011-2013); მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუდმივი მონაწილე. დაახლოებით 60 სტატიის ავტორი რუსულ და ფრანგულ ენებზე.
2005 წლიდან დღემდე ასწავლის მოსკოვის კონსერვატორიის საფორტეპიანო და საორკესტრო ფაკულტეტებზე. 2014 წლიდან, როგორც წამყვანს და მოქმედ პიანისტს, მიყავს ავტორული აბონემენტი კონსერვატორიაში ლექცია-კონცერტების სახით.


რაფაელ ბაღდასარიანი. 1957 წელს დაამთავრა გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი (ი. პ. მოზგოვენკოს კლასი), 1962 წელს – წარჩინებით მოსკოვის კონსერვატორია (ა.ვ. ვოლოდინის კლასი), 1965 წელს – ასპირანტურა(ხელმძღვანელი ვ.ვ.პეტროვი). თავდაცვის სამინისტროს ორკესტრში მოღვაწეობისას 1957 წელს აითვისა კლარნეტების ფრანგული-„ ბიომის“ სისტემა, რომლის აქტიური პროპაგანდისტი გახდა. 1978 წელს მან დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია სპეციალობით „საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა“ (ბ.ე. ხაიკინის კლასი). 35 წელზე მეტი იყო რუსეთის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის სოლისტი. ამჯერად რ. ბაღდასარიანი მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის პროფესორია. მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები ჭეშმარიტად მაღალი კლასის მუსიკოსები არიან. მათ შორისაა: ი. რუდიჩი, ა. მიხაილენკო, დ. რიბალკო, ა. ბალინსკი, ო. სოლომახინი, ა. პოლიაკოვი, ნ. აგეევი, ტ. საიფულინი, ბ.ალახვერდიანი, ა.ნაზიულინი და სხვ. მრავალი წლის შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა მას კომპოზიტორებთან: ა. ხაჩატურიანი, ე. დენისოვი, ა. შნიტკე, ტ. ხრენიკოვი, რ. შჩედრინი, რ. ლედენიოვი, ვ. აგაფონიკოვი, ვ. ტარნოპოლსკი. თავის თხზულებებს უძღვნიდნენ მას:
ლ. კნიპერი, ე. ხაგაგოტრიანი, ა. ლემანი, ა. არტიომოვი, ე. რუსანოვი-ლუკასი (აშშ). ის გამოდიოდა ანსამბლში ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან, როგორიცაა: ვ. აშკენაზი, მ. როსტროპოვიჩი, გ. ვიშნევსკაია, ვ. დულოვა, ნ. შახოვსკაია, ა. კორნეევი, ა ბონდურიანსკი, ვ. ივანოვი, ე. ბარონე (აშშ). პროფესორი რაფაელ ბაღდასარიანი არის მოსკოვის ვ.ა. სოკოლოვის სახ. კლარნეტისტთა კლუბის პრეზიდენტი. მას მუდმივად პატიჟებენ საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად ევროპასა და აშშ-ში. რ. ბაღდასარიანის მიერ ჩაწერილია უამრავი ფირფიტა და კომპაქტ-დისკი. რადიო- ფონდში ინახება მრავალი ნაწარმოების ჩანაწერები კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის, ანსამბლები, თხზულებები კლარნეტისთვის ორკესტრთან ერთად.


ანასტასია ვოლჩოკი. დაიბადა მოსკოვში, პროფესიონალ პიანისტთა ოჯახში. ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო ოთხი წლის ასაკში. სწავლობდა ევგენი მალინინთან და ლარისა დედოვასთან ქ.მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, რუდოლფ ბუჩბინდერთან ქ.ბაზელის (შვეიცარია) მუსიკის აკადემიაში და სანტიეგო როდრიგესთან მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ), რომელიც დაასრულა მუსიკალურ ხელოვნებათა დოქტორის ხარისხით. მას შემდეგ, რაც რვა წლის ასაკში შედგა მისი საორკესტრო დებიუტი ჰაიდნის საფორტეპიანო კონცერტის შესრულებით, ანასტასია ვოლჩოკი ხშირად ასრულებს ნაწარმოებებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში ისეთ დირიჟორებთან, როგორიცაა: ვალერი გერგიევი (მარიინსკის თეატრის ორკესტრი), მიხაილ პლეტნიოვი (ბამბერგერ სიმფონიკერ), მარიო ვენზაგო, ჯონ ნეშლინგი, მიხალ ნესტეროვიჩი, დენის რუსელ დავიესი, ჰოვარდ გრიფიტი. როგორც სოლისტი ის გამოდის ნიუ-იორკის ლინკოლნ ცენტრში, ტონჰალეში (ციურიხი), სანტა სესილიაში
(რომი) და ვიქტორია ჰოლში (ჟენევა); მოსკოვის სააღდგომო ფესტივალზე, ლა როქი დ’ანთერონის საფორტეპიანო ფესტივალზე საფრანგეთში, არტურო ბენედეტტი მიქელანჯელის საფორტეპიანო ფესტივალზე იტალიაში. მიმდინარე სეზონის წარმატებული მომენტებია- თანამშრომლობა რომან კოფმანთან და ეროვნულ ფილარმონიასთან კიევში, ასევე ტური გიდონ კრემერთან და კრემერატა ბალტიკასთან. ა. ვოლჩოკი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: პირველი პრიზი სენიგალიაში, იტალია; პირველი პრიზი და ოქროს მედალი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე ცინცინათში, აშშ, 2003 წელი. პიანისტის შესრულება გადაიცემოდა ტელევიზიით მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ანასტასია ვოლჩოკს აქვს ჩანაწერები „ნოვალისსთან“ (შუბერტ-ლისტი, პროკოფიევი) და „გენუინისთან“ (შოპენი, შუმანი, რახმანინოვი).


სალომე ჟორდანია  2003 წელს ჩაირიცხა ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგ ნატა ნაცვლიშვილის კლასში. 2004 წლიდან მოყოლებული სალომე აქტიურად მოღვაწეობს როგორც სოლო, ისე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. აქვს მიღებული მთელი რიგი დიპლომები და ჯილდოები: 2004 – „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ – I პრემია; 2007 – ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი – I პრემია; 2007 – ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა (ასაკი 9-13) VIII საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსზე „შჩელკუნჩიკი“ (მოსკოვი) – II პრემია და ლაურეატის წოდება (I პრემია არ გაცემულა); 2007 – გახდა ფონდის „ახალი სახელები“ სტიპენდიანტი და ივლისში 2 კვირით მიწვეულ იქნა ქ. სუზდალის საზაფხულო სკოლაში; 2007 წლის სექტემბრიდან იგი სწავლას
განაგრძობს თბილისის II ცენტრალურ სასწავლებელში იგივე პედადოგთან; 2010 – ფ. შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი(თბილისი) – ლაურეატი, ქ. თბილისის მერიამ იგი „კულტურის დესპანის“ წოდებით დააჯილდოვა; 2013 – ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი „ოქროს კლავიში“ (ფრანკფურტი) – I პრემია. როგორც ვ. სპივაკოვის ფონდის წევრი სალომე ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში: „აღდგომიდან ამაღლებამდე“ (2008), ვ. სპივაკოვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის V საერთაშორისო ფესტივალი -„მოსკოვი ხვდება მეგობრებს“ (მოსკოვი, 2008), „მუსიკა მშვიდობისათვის“, ქ. ერევანში პირველი ლედის მიერ მოწყობილი საერთაშორისო ფესტივალი. 2009 ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს სპეციალური დიპლომი დაიმსახურა. მიწვეული იყო გასტროლებზე სხვა და სხვა ქვეყნებში (რუსეთი, იტალია, შვეიცარია, პოლონეთი, აშშ, და ა.შ.) როგორც სოლო პროგრამით, ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად: უკრაინის ქ. ხარკოვის ადგილობრივი ფილარმონიულ ორკესტრთან და სან-ლუის ობისპოს ახალგაზრდულ სიმფონიური ორკესტრი, სიმფონიური ორკესტრი „არპეჯიო“, სომხეთის ეროვნული სიმფონიური. 2014 წ. იგი მიიწვია ცნობილმა ჩამწერმა ფირმამ NAXOS-მა თანამედროვე ფრანგი კომპოზიტორის მარტინ მატალონის ნაწარმოების ჩასაწერად. იმავე წელს დიდი წარმატებით გამოვიდა დიდ საფორტეპიანო ფესტივალზე ნიუ იორკში, სადაც პატივი ხვდა ცნობილი დევიდ დუბალის მიერ ორგანიზებულ ვლადიმერ ჰოროვიცისადმი მიძღვნილ ლექცია – კონცერტში დაეკრა, როგორც ერთადერთ მოწვეულ მუსიკოსს. 2015 წელს ისევ მიიწვიეს იგივე ფესტივალზე და ამჯერად სალომემ ფესტივალის მონაწილეთა შორის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. იმავე წელს სალომემ მიიღო მონაწილეობა „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ მიერ ჩატარებულ მოსმენებში, რის შემდეგაც იგი მიიწვიეს „MISA“-ს პროექტში 10 გამორჩეული მონაწილეთა შორის. 2015 წელს სალომე ჩაირიცხა ჯულიარდის უმაღლეს სასწავლებელში.


დავით მუქერია დავით მუქერიამ სადირიჟორო კლასი გაიარა ცნობილ დირიჟორთან ო. დიმიტრიადისთან.
1988-2012 წლებში დ. მუქერია ქ. ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 1993 წლიდან კი ბათუმის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი გახლავთ. იგი არის თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრის დირიჟორი. მას დადგმული აქვს: ზ. ფალიაშვილის ”აბესალომ და ეთერი”, ვ. დოლიძის ”ქეთო და კოტე”, რ. ლაღიძის ”ლელა”, ჯ. ვერდის ”ბალ მასკარადი”, ”აიდა”, ”ოტელო”, გ. დონიცეტის ”ლუჩია დი ლამერმური”, პ. მასკანის ”სოფლის ღირსება”. 2012 წელს გამართა „ბათუმის ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ისეთი ცნომილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ე. ბოლქვაძე,
ა.ცუკერმანი, ფ.
მარიოცი, ჯ. როზელი. მას უთანამშრომლია და თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან: მ. როსტროპოვიჩი, ლ. ისაკაძე, ზ.სოტკილავა, ი. ბარდანაშვილი, ნ. ანანიაშვილი, პ. ბურჭულაძე, თ.ივერი, ლ.ათანელი, თამარ-იანო ალიბეგაშვილი, ლ.თორაძე, ე.ანჯაფარიძე, ბ.მაისურაძე, მ.ნიორაძე, შ.მუქერია, ქ.ქემოკლიძე, ნ.სურგულაძე, ნ.მაჩაიძე, კ.კალუდოვი, ა.მარკი და სხვა. გამორჩეული და მეტად წარმატებული აღმოჩნდა დავით მუქერიას თანამშრომლობა ა. კორსანტიასთან (11.08.14) და ე. ვირსალაძესთან (11.12.14). დავით მუქერია მართავს სპექტაკლებს და კონცერტებს იაპონიაში, თურქეთში, ბელორუსში, ესტონეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 2015 წელს დავით მუქერია მიწვეული იყო ქალაქ ადანაში (თურქეთი), სადაც უდირიჟორა ადანას სიმფონიურ ორკესტრს, ხოლო სოლისტი გახლდათ მსოფლიოში ცნობილი თურქი პიანისტი იდილ ბერეთი. დ. მუქერია აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ ფიუჯის „შუასაუკუნეების ქალაქების ფესტივალთან“ („Festival delle citta Medievali”).


.ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. 1977 წელს საფუძველი ჩაეყარა აჭარში სიმფონიური ორკესტრის დაარსების იდეას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების პედაგოგი და დირიჟორი ედუარდ აზნაურიანი. ერთი წლის თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ 1978 წლის ოქტომბერში შედგა პირველი კონცერტი, ხოლო ამავე წლის ნოემბერში მისი დამტკიცება, როგორც აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ორკესტრის მთავარ დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ქალაქ ოდესიდან მოწვეული დირიჟორი გიორგი გოცირიძე, მეორე დირიჟორად-შალვა მეგრელიშვილი. 1981–1982 წლებში ორკესტრის დირიჟორად დაინიშნა თეიმურაზ ფერაძე. 1983 წლიდან 1987 წლამდე-ტარიელ დუგლაძე. 1987 წლიდან ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მუქერია, შემდგომში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რომელიც სათავეში ედგა ორკესტრს 25 წლის განმავლობაში. ორკესტრის ხელმძღვანელების მოწვევით ორკესტრს დირიჟორობდნენ ცნობილი მაესტროები: ჯ.კახიძე, ო.დიმიტრიადი, გივი და ზაზა აზმაიფარაშვილები, ა.მამაცაშვილი, რ.ტაკიძე, გ.ჟორდანია. 2004 წელს აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შეუერთდა და კიდევ უფრო აქტიურად განაგრძო კლასიკური მუსიკის პროპაგანდა. სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტებს მართავდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ე.ანჯაფარიძე, ე.ბოლქვაძე, ვ.შიუკაშვილი, ლ.ისაკაძე, პ.ბურჭულაძე, ბ.მაისურაძე, ლ.ჭყონია, ა.ხომერიკი, მ.ჯახუტაშვილი, ე.ობრაზცოვა, მ.როსტროპოვიჩი, მ.ქასრაშვილი, მ.დოიჯაშვილი, ა.კორსანტია და მრავალი სხვა, მათ შორის გახლდათ დირიჟორები თურქეთის, ფინეთის, იაპონიის, გერმანიის, ლიტვის რესპუბლიკებიდან. სიმფონიური ორკესტრის ბაზაზე დაიდგა შემდეგი საოპერო სპექტაკლები: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, რევაზ ლაღიძის „ლელა“, ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „ტრავიატა“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია, ჯუზეპე ვერდის „რექვიემი“, ვოლფგან ამადეი მოცარტის „რექვიემი“. დღეს ორკესტრის დირიჟორები: დავით მუქერია, მამუკა ალაფიშვილი, ილია ინაიშვილი


გიორგი ჟორდანია. 1989 წ. თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტისა (პედაგოგი შალვა მოსიძე) და ლენინგრადის კონსერვატორიაში სტაჟირების (პედაგოგი ილია მუსინი) დასრულების შემდეგ, ჟორდანიამ სწავლა გააგრძელა შეერთებული შტატებში სადაც გაიარა სამაგისტრო პროგრამა ტენესის უნივერსიტეტში ჩატანუგაში (პედაგოგი დავიდ ჰოფეკერი). პარალელურად იგი მუშაობდა დირიჟორის ასისტენტად როგორც უნივერსიტეტის ორკესტრში, ასევე ჩატანუგის „ოპერისა და სიმფონიური ასოციაციის“ სამხატვრო ხელმძღვანელ და მთავარ დირიჟორთან ვახტანგ ჟორდანიასთან. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან უდირიჟორა მრავალრიცხოვან სიმფონიური კონცერტებს –
1990
წ. 4 ივლისს, კი 30 ათასი მსმენელის წინაშე შედგა მისი პროფესიული ამერიკული დებიუტი ჩატანუგის სიმფონიურ ორკესტრთან. 1991 წ. სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დირიჟორად დაიწყო მუშაობა. 1991 წელსვე შედგა მისი გასტროლები საქართველოსა (ბათუმი, ქუთაისი) და შემდეგ უკრაინაში. 1992 წელს იგი დაინიშნა მთავარ მოწვეულ დირიჟორად ჯერ ხარკოვის ფილარმონიული ორკესტრში, ხოლო შემდგომ უკრაინა-საფრანგეთის წარმატებული ერთობლივი პროექტის – ოპერა „სამსონ და დალილას“დადგმის მერე ხარკოვის სახელმწიფო აკადემიური თეატრშიც. 1995 წ. შედგა მისი წარმატებული დებიუტი რუსეთის ფედერალურ ორკესტრთან მოსკოვში. შემდგომ წლებში მისი საგასტროლო გამოსვლები შედგა ისეთ ორკესტრებთან როგორებიცაა დენვერის კამერული ორკესტრი (დენვერი, კოლორადო, სადაც 3 წ. მთავარი მოწვეული დირიჟორი გახლდათ), ფინიქსის სიმფონიურ ორკესტრთან (ფინიქსი, არიზონა), ქეიფ თაუნის ფილარმონიის ორკესტრთან (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), თეგუ სიტის ფილარმონიასთან (სამხრეთ კორეა), რუმინეთის რადიო ორკესტრთან ბუქარესტში და სხვა. 1999-2003 წლების განმავლობაში გიორგი ჟორდანია იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2000 წ. აპრილში შედგა უპრეცენდენტო საგასტროლო ტური – “პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში” ევროპის დიდ ქალაქებში. მას შემდეგ, გიორგი ჟორდანიამ ცნობილი მევიოლინე ლ.ისაკაძესთან და კამერულ ორკესტრთან ერთად დაიწყო საგასტროლო მოგზაურობები მთელი ევროპის მასშტაბით – გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, შვეიცარია, იტალია და ესპანეთი. ასევე ატარებდა საქველმოქმედო აქცია-კონცერტებს როგორც სამშობლოში, ასევე ქართული დიასპორისათვის პარიზსა და ლევილიში. 2000 წ. ლ.ისაკაძესთან ერთად მან დააარსა ბორჯომის კამერული მუსიკის ფესტივალი საქართველოში, სადაც ის მთავარი დირიჟორი იყო 2003 წლამდე. 2001 წელს, ჟორდანიას გახდა პირველი პრემიის და გრან-პრის მფლობელი “ახალი მილენიუმის პირველი საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსზე”, რომელიც უკრაინის ქალაქ ხარკოვში გაიმართა. იმავე წელს მას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 2002 წლიდან იგი რეგულარულად იწვევენ სხვადასხვა კონკურსებზე ჟიური წევრად. 2005 წ. უკრაინასა და 2006-ში აშშ -ში იგი ვახტანგ ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის ჟიურის წევრია. 2008 წ. ჟორდანიას დაარსდა კიდევ ერთი – თბილისის სააღდგომო ფესტივალი და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი. 2008 – 2012 წლებში საგასტროლო მოგზაურობის პარალელურად (რუმინეთში, კორეაში, კალიფორნიაში სან ლუი ობისპოს სიმფონიურ ორკესტრთან, ჩატანუგაში, კიევში, ხარკოვში და სხვა) იგი იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში. 2013-2014 წლებში ოპერისა და ბალეტის თავდაპირველად მმართველი და შემდგომ სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ.


თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართელოს სინფონიეტა”. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სინფონიეტა დაარსდა 2008 წელს. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის ხშირად იმართება საქართველოს სინფონიეტას კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამაც მცირე დროის მიუხედავად, უკვე გამოიღა შედეგები. თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა საქართველოს სინფონიეტას კონცერტები იმართებოდა ისეთ შესანიშნავ დარბაზებში როგორებიც არიან ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთ იმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი და სხვა.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში. საქართველოს სინფონიეტა სისტემატიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან, მათ შორის არიან: ლ.ბათიაშვილი, პ.ვერნიკოვი, ი.რახლინი, კ.მაიერი, ი.სავალი, ნ.გუტმანი


 

გიორგი ხუხია  პროფესიით ტელეჟურნალისტი. აქვს მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორად და ახალი ამბების ჟურნალისტად,  სხვადასხვა რადიოში ახალი ამბების წამყვანად. ტელევიზიაში მუშაობა 2012 წლიდან, ტელეკომპანია „იმედში“ დაიწყო, სადაც რამდენიმე რეიტინგული გასართობი შოუს კოორდინატორი გახლდათ.
2015 წელს მუშაობდა „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში. 2016 წელს კი ტელეკომპანია „მაესტროში“ დაიწყო მუშაობა. გარდა სატელევიზიო და ჟურნალისტური საქმიანობისა, პარალელურად გიორგი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს – მედია-კონსულტანტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ერთ-ერთი ასეთი პროექტია, სადაც გიორგი 2017 წლის გაზაფხულიდან  ჩაერთო. კულტურის სფერო გიორგისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, ვინაიდან მანამდე ძირითადად სოციალური, ჯანდაცვის და უფლებრივი მდგომარეობის თემებზე მომუშავე პროექტებში გახლდათ ჩართული.


საქართველოს სახელმწიფო ოპერ. საქართველოს სახელმწიფო ოპერის დასისა და ორკესტრის შემოქმედებითი ცხოვრება თეატრის შენობის აშენებამდე 1851 წლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. პირველ პროფესიულ სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც იტალიელი შემსრულებლებისგან იყო დაკომპლექტებული, სათავეში ჩაუდგა იტალიელი მევიოლინე და დირიჟორი ბარბიერი და პირველივე სეზონში (1851-52) 12 ევროპული ოპერა დადგა.

1860 წლიდან თეატრის ორკესტრმა დამოუკიდებელ საკონცერტო ცხოვრებაც დაიწყო და გამართა სიმფონიური მუსიკის კონცერტები შენინგის და კატანის დირიჟორობით.

ორკესტრთან ერთად სცენაზე წარსდგნენ უდიდესი შემსრულებლები, მათ შორის ჯუზეპე ვერდის მეუღლე ჯუზეპინა სტრეპონი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ბანი ფიოდორ შალიაპინი, ბრწყინვალე პიანისტი არტურ რუბინშტეინი, რუსი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი სერგეი რახმანინოვი, დიდი რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი რომელიც ხუთჯერ ეწვია საქართველოს (1886-1890), მაღალ შეფასებას აძლევდა ორკესტრს და თეატრის დასს.

ორკესტრი სპექტაკლებში მონაწილეობდა გასტროლებზე ჩამოსულ დასებთან ერთად: პეტერბურგის საბალეტი დასი (1852), იტალიური საოპერო დასები (1897-1898, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტრბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907, 1908, 1913).

XX საუკუნეში ორკესტრს დირიჟორობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ევგენი მიქელაძე, ივანე და ვახტანგ ფალიაშვილები, ოდისეი დიმიტრიადი, გივი აზმაიფარაშვილი, ჯანსუღ კახიძე.

ბოლო წლებში თეატრის ორკესტრთან ერთად წარსდგნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები – პლასიდო დომინგო, ფერუჩო ფურლანეტო, ხოსე კარერასი, მიშელ კრაიდერი, დოლორა ზაჯიკი, მონსერატ კაბალიე, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, იანო-თამარ ალიბეგაშვილი, ალექსანდრე კოსრანტია, ლექსო თორაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ორკესტრს უდირიჟორეს ესტონეთის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა არვო ვოლმერმა, დან ეტინგერმა, შუია ოკაცუმ, ფარხატ კერიმოვმა და სხვ.

ორკესტრს გამართული აქვს წარმატებული გასტროლები უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ისრაელში, მალტაში, ესპანეთში, ლიბანში. ორკესტრს და მთლიანად დასს დიდი წარმატება ხვდა წილად შვედეთის პრესტიჟულ საოპერო მუსიკის ფესტივალზე.

მუსიკოსების მაღალი შემოქმედებით-პროფესიული დონის გათვალისწინებით ორკესტრის ბაზაზე 2005 წელს შეიქმნა კამერული ორკესტრი, რომელიც რეგულარულად მართავს კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთაც.

დღესდღეობით ოპერის ორკესტრი 121 მსახიობს აერთიანებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად გამოდიან, როგორ დამოუკიდებელი სოლისტები ან ანსამბლისტები. საოპერო და საბალეტო სპექტაკლების გარდა, ორკესტრი ხშირად მართავს სიმფონიური და ვოკალური მუსიკის კონცერტებს, მონაწილეობს სამთავრობო და საქველმოქმედო ღონისძიებებში, თანამშრომლობს თანამედროვეობის გამოჩენილ დირიჟორებთან და მუსიკოს-შემსრულებლებთან.


ანდრეი პისარევი.  პროფესორი, მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანი. ქ. მოსკოვის პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
აქტიური საკონცერტო შემოქმედებისათვის (1999). ს.ვ.რახმანინოვის სახელობის კონკურსის (მოსკოვი, 1983, I პრემია), ვ.ა.მოცარტის სახ. საერთაშორისო კონკურსის (ზალცბურგი, 1991, I პრემია), ბელცანოში ფ.ბუზონის სახ. საერთაშორისო კონკურსის (1992, IV პრემია და სპეციალური პრიზი ვ.ა.მოცარტის თხზულებების საუკეთესო შესრულებისთვის), პრეტორიის საერთაშორისო კონკურსის (1992, I პრემია)
ლაურეატი. 1992 წლიდან – ასისტენტი პროფ. ს.ლ.დორენსკის კლასში. მისი სტუდენტები არაერთხელ გამხდარან პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და გამარჯვებულები. მას ხშირად იწვევენ რუსეთში, იაპონიაში, იუგისლავიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. პიანისტს ჩაწერილი აქვს უამრავი კომპაქტ-დისკები მოცარტის, ბეთხოვენის, შოპენის, ლისტის, გრიგის,რახმანინოვის,შოსტაკოვიჩის და მიასკოვსკის ნაწარმოებები. ს.ვ.რახმანინოვის სახ. კონკურსზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო პიანისტის აქტიური საკონცერტო შემოქმედება სსრკ ქალაქებში, ხოლო მოგვიანებით – საზღვარგარეთაც. პისარევი გამოდიოდა ისეთ ცნობილ ორკესტრებთან ერთად, როგორიცაა: რუსეთის ნაციონალური ორკესტრი, ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრი, მილანის რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, იაპონიის საფილარმონიო ორკესტრი, ქალაქების პეტროზავოდსკი, ვორონეჟი, მინსკი, ბელგრადი, ბაზელი, კეიპთაუნი, დურბანი, იოჰანესბურგი, მალმიო, ოულუ, როსტოვ-ნა-დონუ და სხვ. ფილარმონიების ორკესტრებთან, თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორიცაა ვ.ვერბიცკი, ვ.დუდაროვა, პ.იადიხი, ო.სოლდატოვი, ლ.ნიკოლაევი, ა.ჩისტიაკოვი, ს.კოგანი, ა.ბორეიკო, ნ.ალექსეევი. 1991 წლის შემდეგ პისარევი რეგულარულად გამოდისსაზღვარგარეთ: ავსტრია, გერმანია, იტალია, იუგოსლავია, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია, აშშ, ბრაზილია, კოსტა-რიკა, ესპანეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ბულგარეთი. არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ს.ვ.რახმანინოვის შემოქმედებისათვის მიძღვნილ ფესტივალებში (რისტოვ-ნა-დონუ, ტამბოვი, ხარკოვი, დიდი ნოვგოროდი) და სსრკ სახალსო არტისტის ი.კ.არხიპოვას მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ სტუმრობებში. ხშირად გამოდის კ.როდინთან, პ.ნერსესიანთან, ა.ბრუნთან, ვ.იგოლინსკთან და სხვებთან ერთად. მონაწილეობას იღებდა დიდი ნოვგოროდის საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრის სახით (ს.ვ.რახმანინოვის სახ. ახალგაზრდული კონკურსი, 1998, 2000, 2003, 2008, 2010 წწ.), სოლტ-ლეიკ-სიტიში (აშშ, ჯ.ბახაუერუს სახ. 2002 და 2003 წწ.), ტოკიოში (2003), ბუჰარესტში (რუმინეთი, ჯორჯე ენესკუს სახ. 2011 წ.), პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2012 წ.), ხამამაცუში (იაპონია, 2012 წ.).


თამარა გვაძაბია. ქ. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებში (სამუსიკო სკოლა, ათწლედი, სასწავლებელი, კონსერვატორია), სადაც ასწავლის ფორტეპიანოს, კამერულ ანსამბლსა და საკონცერტმეისტერო ოსტატობას. ხელმძღვანელობს საფორტეპიანო განყოფილებას. იყო სამუსიკო ათწლედისა და მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, სადაც მისი ინიციატივით და აქტიური ქმედებით დაარსდა ექსპერიმენტული სკოლა. მიწვეული იყო რესპუბლიკური კონკურსების ჟიურის წევრად. იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. 80-ან წლებში გაიარა ასისტენტურა სტაჟირების სრული კურსი ქ. მოსკოვის გნესინების სახ. სახელმწიფო მუსიკალურ- პედაგოგიური ინსტიტუტის კამერული ანსამბლისა და საკონცერტმეისტერო ოსტატობის კათედრაზე.
1989 წლიდან ქ. მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მუშაობას იწყებს გნესინების სახ. სპეციალურ სამუსიკო საშუალო სკოლაში. ბოლო 20 წელია მოღვაწეობს პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში. როგორც კამერული ანსამბლის სოლისტი და კონცერტმეისტერი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში (რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი და სხვ.). არის საერთაშორისო კონკურსების დიპლომანტი. გამოდიოდა არაერთ გამოჩენილ მუსიკოს-შემსრულებელთან ერთად. მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.


იური სტრეგლოვი. იური სტრეგლოვი სწავლობდა უფის ზ. ისმაგილოვის სახელობის ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ა.დ.ფრანკთან.

მუშაობს ორლოვის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში დოცენტად.

აქვს 50-ზე მეტი პუბლიკაცია ისტორიის, საშემსრულებლო ხელოვნების თეორიისა და სოციოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, პუბლიკაცია „საშემსრულებლო ინტერპრეტაციის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ“, „საკლავოშო/საფირტეპიანო შესრულება სტილური ეპოქის კინტექსტში“, „თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტები“, „პიანისტური ხელოვნება ხმის ჩაწერაში: და ა.შ.


 ქეთევან  მანელიშვილი. ქეთევან ჯემალის ასული მანელიშვილი დაიბადა 1961 წლის 22 მაისს  ქობულეთის  რაიონის  სოფელ  ბობოყვათში. 1978 წელს დაამთავრა ბობოყვათის საშუალო სკოლა. 1979 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუს. სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1983 წელს. 1982 წელს მუშაობა დაიწყო  სოფ. ბობოყვათის საშუალო სკოლასთან არსებულ მუს. სტუდიაში. 1983 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო ქობულეთის მე-2 სამუსიკო სკოლაში საგუნდო კლასის პედაგოგად. 1986 წელს დიდი ქართველი კომპოზიტორის  –  ოთარ თაქთაქიშვილის  რეკომენდაციით სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს. 1991 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში(ამჟამად სკოლა თერთმეტწლედი) საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ძირითად პედაგოგად, სადაც დღემდე ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1993 – 1998წლებშიმუშაობდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გუნდის ქორმაისტერის ასისტენტად. ოპერის თეატრში საგუნდო ხელოვნების აღიარებულ დიდოსტატთან – ავთანდილ ჩხენკელთან მჭიდრო შემოქმედებითმა ურთიერთობამ დიდი როლი შეასრულა მისი პროფესიული ზრდის და დახვეწილი მხატვრული გემოვნების ფორმირების საკითხში.მათი უშუალო თანამშრომლობით მომზადდა საოპერო სპექტაკლები: ჯუზეპე  ვერდის „აიდა“ და  „ოტელო“,  რევაზ  ლაღიძის „ლელა“, ზაქარია  ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ვიქტორ  დოლიძის „ქეთო და კოტე“ და სხვა. 1998 – 2003 წლებში  აჭარის სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერია. 2004 -2012 წლებში მუშაობდა  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარ დირიჟორად. კაპელის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის საგუნდო ნაწარმოებებს.  საყოველთაოდ აღიარებულია კოლექტივის მაღალი საშემსრულებლო დონე. 2006 – 2008  წლებში გაიარა ასპირანტურა-სტაჟირების სრული კურსი აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით. 2012 წლის  6 ნოემბრიდან  დღემდე მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  – მინისტრის მოადგილედ.

ჯილდოები და რეგალიები

1.აჭარის დამსახურებული არტისტი (1998 წ.)

2.მემედ აბაშიძის სახ. პრემიის ლაურეატი (1998 წ.)

3.ღირსების ორდენის კავალერი (2012 წ.)

4.სიგელი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ღვინის V ფესტივალში მონაწილეობისთვის.


გიორგი ჩაიძე გერმანია

მეორე პრემია – „II International Seiler Piano Competition“ კიცინგენი, გერმანია (2001); მეორე პრემია – „Eastman Young Artists International Piano Competition“ აშშ, ნიუორკი, (2004); პირველი პრემია – „3rd Rachmaninov Young Artist International Piano Competition“ ნოვგოროდი, რუსეთი (2004); „3rd EPTA Svetislav Stancic International Piano Competition“ ზაგრები; მეორე პრემია და სპეციალური პრიზი საკონკურსო ნაწარმოებისთვის, ხორვატია (2006); პირველი პრემია – „6 Esther Honens International Piano Competition“ (2009) მეორე პრემია – „XI Kissinger Klavier Olymp“ (2013)


ნადეჟდა პისარევა რუსეთი

ვერცხლის მედალოსანი და სპეციალური პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის „Scottish International Piano Competition“ 2010, შოტლანდია პრიზიორი „ARD International Music Competition“ 2014, მიუნხენი