თათა კვანტალიანი

      თათა კვანტალიანი დაიბადა 2002 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისში.   ფორტეპიანოზე დაკვრა 7 წლის ასაკში  დაიწყო .   2009 წელს ჩაირიცხა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში, პედ. თამარ საყვარელიძის კლსში . სწავლების პერიოდიში მონაწილეობა  აქვს მიღებული მრავალ საჩვენებელ კონცერტში - კონსერვატორიის მცირე და დიდ დარბაზებში.

გავლილი  აქვს მასტერკლასები  ისეთ დამსახურებულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: თემურ ახობაძე, მანანა დოიჯაშვილი, თამარ  კორძაძე, ლალი სანიკიძე , ნოდარ ნაკაიძე, მანანა კანდელაკი, მარინა ნადირაძე , გიორგი სირბილაძე.

    სიმფონიურ ორკესტრთან შესრულებული აქვს ჰაიდნის საფორტეპიანო  კონცერტი- რე მაჟორი, გიორგი შილაკაძის დირიჟორიბით.

     2016-2017 წელს პარალელურად   სწავლობს ბრიტანულ- ქართული მუსიკის აკადემიაში BGMA.  დოქტორ მაიკ ვარდის კლასში  

2017 წ.  ქ. თბილისი, მონაწილეობს  კოკნურსში ,,მუზა,“  სადაც გახდა ლაურეატი და პირველი ადგილის მფლობელი, სპეციალური პრიზით - ,, რომანტიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი“.

  2017  წელს 27 ნოემბერს    ქ.თბილისი ბრიტანეთის საელჩოს  მიწვევით, მონაწილეობს მსოფლიო მასშტაბით აღნშინულ კონცერტში,  რომელიც მიეძღვნა I მსოფილიო ომის 100 წლის თავს.

   2017 წელს 31 დეკემბერს,  კონცერტით საქართველოს საპატრიარქოში.

  პარალელურად  2017 წლიდან, სწავლას  აგრძელებს ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგ თინა ღვინერიას კლასში და  2017-2018 წელს მონაწილეობს  მრავალ საჩვენებელ კონცერტში.

 2018წ. 30 აპრილს თეატრი-,, მუზა.“  

 2018 წ. 25 მარტს ოპერის თეატრის  ბაღში- ი.ს. ბახის იუბილესადმი მიძღვნილ აქცია-კონცერტზე ,,BACH  IN THE  SUBWAYS”.

   ამავე წლის 27 ივლისს, მონაწილობა მიიღო  ქალაქ ბათუმში გამართულ, მუსიკის საერთაშორისო აკადემია  ,,MISA’’-ს  საფორტეპიანო კონკურსზე, სადაც  მოიპოვა ჟიურის სპეციალური პრიზი -2019 წლის ივნისში  სოლო კონცერტით, მიწვეული იქნა მიუნხენში (ბავარია), სადაც ის წარსდგა გერმანელი მსმენელის წინაშე ქ.ბად ტოლცში.

გახდა ,, MISA “- ს აკადემიის  წევრი და ერთვება საქართველოს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან  დაგეგმილი კონცერტების სერიაში, რომელიც გაიმართება 2018- 2019 წელს, თათა კვანტალიანმა  მასტერკლასი  გაიარა შორენა ცინცაბაძესთან.