თამარ გვაძაბია

11173528_10153236114254486_1082471408_n

ქ. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებში (სამუსიკო სკოლა, ათწლედი, სასწავლებელი, კონსერვატორია), სადაც ასწავლის ფორტეპიანოს, კამერულ ანსამბლსა და საკონცერტმეისტერო ოსტატობას. ხელმძღვანელობს საფორტეპიანო განყოფილებას. იყო სამუსიკო ათწლედისა და მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, სადაც მისი ინიციატივით და აქტიური ქმედებით დაარსდა ექსპერიმენტული სკოლა.
მიწვეული იყო რესპუბლიკური კონკურსების ჟიურის წევრად. იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი.
80-ან წლებში გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების სრული კურსი ქ. მოსკოვის გნესინების სახ. სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტის კამერული ანსამბლისა და საკონცერტმეისტერო ოსტატობის კათედრაზე.
1989 წლიდან ქ. მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მუშაობას იწყებს გნესინების სახ. სპეციალურ სამუსიკო საშუალო სკოლაში. ბოლო 20 წელია მოღვაწეობს პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში. როგორც კამერული ანსამბლის სოლისტი და კონცერტმეისტერი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში (რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი და სხვ.). არის საერთაშორისო კონკურსების დიპლომანტი. გამოდიოდა არაერთ გამოჩენილ მუსიკოს-შემსრულებელთან ერთად. მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.