რაფაელ ბაღდასარიანი , ბიოგრაფია

1957 წელს დაამთავრა გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი (ი. პ. მოზგოვენკოს კლასი), 1962 წელს – წარჩინებით მოსკოვის კონსერვატორია (ა.ვ. ვოლოდინის კლასი), 1965 წელს – ასპირანტურა(ხელმძღვანელი ვ.ვ.პეტროვი). თავდაცვის სამინისტროს ორკესტრში მოღვაწეობისას  1957 წელს  აითვისა კლარნეტების ფრანგული-„ ბიომის“ სისტემა, რომლის აქტიური პროპაგანდისტი გახდა. 1978 წელს მან დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია სპეციალობით „საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა“ (ბ.ე. ხაიკინის კლასი). 35 წელზე მეტი იყო რუსეთის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის სოლისტი. ამჯერად რ. ბაღდასარიანი  მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის პროფესორია. მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები ჭეშმარიტად მაღალი კლასის მუსიკოსები არიან. მათ შორისაა: ი. რუდიჩი,  ა. მიხაილენკო, დ. რიბალკო, ა. ბალინსკი, ო. სოლომახინი, ა. პოლიაკოვი, ნ. აგეევი, ტ. საიფულინი, ბ.ალახვერდიანი, ა.ნაზიულინი და სხვ. მრავალი წლის შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა მას  კომპოზიტორებთან: ა. ხაჩატურიანი, ე. დენისოვი, ა. შნიტკე, ტ. ხრენიკოვი, რ. შჩედრინი, რ. ლედენიოვი, ვ. აგაფონიკოვი, ვ. ტარნოპოლსკი. თავის თხზულებებს  უძღვნიდნენ მას: ლ. კნიპერი, ე. ხაგაგოტრიანი, ა. ლემანი, ა. არტიომოვი, ე. რუსანოვი-ლუკასი (აშშ). ის გამოდიოდა ანსამბლში ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან, როგორიცაა: ვ. აშკენაზი, მ. როსტროპოვიჩი, გ. ვიშნევსკაია, ვ. დულოვა, ნ. შახოვსკაია, ა. კორნეევი, ა ბონდურიანსკი, ვ. ივანოვი, ე. ბარონე (აშშ). პროფესორი რაფაელ ბაღდასარიანი არის მოსკოვის ვ.ა. სოკოლოვის სახ. კლარნეტისტთა კლუბის პრეზიდენტი. მას მუდმივად პატიჟებენ საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად  ევროპასა და აშშ-ში. რ. ბაღდასარიანის მიერ ჩაწერილია უამრავი ფირფიტა და კომპაქტ-დისკი. რადიო- ფონდში ინახება მრავალი ნაწარმოების ჩანაწერები კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის, ანსამბლები, თხზულებები კლარნეტისთვის ორკესტრთან ერთად.