ლუკა თოთაძე

ლუკა თოთაძე დაიბადა ქ. თბილისში 1999 წელს. რვა წლისამ შეისწავლა ფორტეპიანო, რომელსაც დაეუფლა პეტრე ამირანაშვილის სახელობის მე-18 მუსიკალურ სკოლაში, ლარისა კალანდაძის კლასში. ლუკამ დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელის 9 კლასი პარალელურად, 2012 წლიდან სწავლობდა შოთა შანიძის სახელობის მე-20 სამუსიკო სკოლაში კლარნეტზე, დემურ მოსეშვილის კლასში.  

2016 წელს ჩააბარა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი“  კლარნეტზე შოთა გოგოძის კლასში. აქვს ჩატარებული ბევრი სოლო კონცერტი როგორც საქართველოს მასშტაბით,

 ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი - 2015 წელს თურქეთის ქალაქ მარმარისში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე აიღო გრან-პრი. 2016 წელს ქალაქ ქუთისშჲ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსში პირველი პრემია. 2017 წელს  კი იტალიის ქალაქ პესაროში პირველი პრემია დაიმსახურა.

           2017 წლის ზაფხულში მან მონაწილეობა მიიღო შორენა ცინცაბაძის მიერ ორგანიზებულ საერაშორისო მუსიკის საზაფხულო აკადემიაში - “MISA” და მიწვეული იქნა “MISA”-ს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრში.