ალექსანდრე შუბითიძე

ალექსანდრე შუბითიძე დაიბადა ქ.თბილისში 2002 წლის 24 მაისს. მან ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო 8 წლის ასაკში. იგი შევიდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში - "ნიჭიერთა ათწლედში" პედაგოგ ნათია ქავთარაძის კლასში. იგი არის მრავალი კონკურს-ფესტივლის გამარჯვებული და ლაურეატი.

2011 წელს მან მიიღო მონაწილეობა გერმანიის საერთაშორისო კონკურსში "Golden Taste"-ში და გახდა ლაურეატი.  2014 წელს მან ნიქაბაძის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გახდა ლაურეატი. 2015 წელს ალექსანდრემ მოიპოვა სპეციალური პრემია, როგორც საუკეთესო შემსრულებელი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეექვსე კონკურსში, ქ. თბილისი. ამავე წლის ივნისში მან მოიპოვა სპეციალური პრიზი, როგორც პოლიგონიური მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი "მომავლის ვარსკვლავებში".  

  2016 წლის თებერვალში მან 2 დღიანი მასტერკლასზე მიიღო მონაწილეობა Hans-Jurg Strub-თან, ქ. თბილისი. ამავე წლის ივნისში ალექსანდრემ კონკურს-ფესტივალში "მომავლის ვარსკვლავებში" მოიპოვა სპეციალური პრიზი, როგორც კლასიკური სონატის საუკეთესო შემსრულებელი, ქ. თბილისი. ამავე წლის მაისში მან მიიღო მონაწილეობა ფესტივალში - "მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია" MISA და როდესაც ფესტივლის ფარგლებში ჩაუტარდა მასტერკლასები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ნინო ბარკალაია, რაფაელ ბაგდასარიანი და სხვა. რომლებმაც დიდი გამოცდილება გაუზიარეს მას. ასევე ქ. ბათუმში ერთდღიანი მასტერკლასი ჩაუტარდა ვალერი პისეცკისთან. ალექსანდრემ MISA-გან დასაჩუქრდა სოლო კონცერტით ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და 2017 წელს მან შეასრულა სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად, რომელსაც დირიჯორობდა გიორგი ჟორდანია.  ასევე  ალექსანდრემ გერმანიაში ქ. ფრანკფურტში, შეასრულა სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. ამავე წელს ალექსანდრემ ჩაატარა ოთხი სოლო კონცერტი ისრაელში ქ. ბეერშევაში, აშდოთში და რიშო ლეციუმში. 2018 წელს კი მონაწილეობდა MISA-ს საახალწლო საზეიმო მარათონში, რის შემდეგაც MISA-ს მხარდაჭერით ის მიიწვიეს ქ.მიუნხენში, ბავარიაში  Steinway Haus“-ში, სადაც ჩაატარა სოლო კონცერტი.