Nino Barkalaia

                                                                                                            წარჩინებით დაამთავრა ქ. მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო, საორღანო და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტები. არის საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კავალერი (2002), უნივერსიტეტ „პარიზი 8“-ს ესთეტიკის, მუსიკათმცოდნეობის და ფილოსოფიის დოქტორი. ასევე, მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. ფლობს კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ფართო საკონცერტო რეპერტუარს. ნინოს აქვს გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში, კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერ-კლასებს ევროპის უნივერსიტეტებსა და კონსერვატორიებში. ასევე, ის თანამშრომლობს მუსიკოსებთან: ოლგა კაიზერთან-არფა, პიერ-ივ არტოსთან - ფლეიტა, სილვი გაზოსთან - ვიოლინო და კომპოზიტორებთან - გი რებელთან, მიკაელ ლევინასთან, ბერნატ ვივანკოსთან, ოსკარ სტრასტნოისთან და სხვ. როგორც სოლისტი-პიანისტი კონცერტებს მართავს ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუსეთში, იორდანიაში და სხვ. განახორციელა ჩაწერები რადიოში, ტელევიზიაში და კომპაქტ-დისკებზე, მათ შორის პირველად ჩაწერა კომპოზიტორ ნიკოლაი ობუხოვის თხზულებათა სრული კრებული ფორტეპიანოსთვის. მონაწილეობდა ფესტივალებში: „მოსკოვური შემოდგომა“, ო. მესიანის ხსოვნის ფესტივალი (მოსკოვი), ფესტივალი ტრირეში (გერმანია), დ. შოსტაკოვიჩის ხსოვნის ფესტივალი (2006, პარიზი, საფრანგეთი), თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „Multiphonia“ (Radio France, პარიზი, საფრანგეთი), ფესტივალი მონპელიეში (საფრანგეთი) და სხვ. არის: რიგ კომპოზიტორთა შემოქმედების მკვლევარი და პოპულარიზატორი; 2007 წლის რადიოპროგრამების და დღიურების ავტორი „რადიო დე ფრანს“-ზე; 21 პროგრამის („კლასიკოსების შესრულება მიხეილ ვოსკრესენსკისთან ერთად“) ავტორი და შემქმნელი ტელეარხ „კულტურა“-ზე (2011-2013); ნინო გახლავთ მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუდმივი მონაწილე. დაახლოებით 60 სტატიის ავტორი რუსულ და ფრანგულ ენებზე. ის 2005 წლიდან დღემდე ასწავლის მოსკოვის კონსერვატორიის საფორტეპიანო და საორკესტრო ფაკულტეტებზე. 2014 წლიდან, როგორც წამყვანს და მოქმედ პიანისტს, მიყავს ავტორული აბონემენტი კონსერვატორიაში ლექცია-კონცერტების სახით. ჩაწერაში: და ა.შ.