Javier Orviedo

კლასიკური საქსოფონის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა სოლისტი, ხავიერ ოვიედო სახელგანთქმულია მისი ბრწყინვალე ტონის, ვნებიანი მუსიკალურობისა და უზარმაზარი ტექნიკის გამო. იგი დაუღალავად შრომობს რომ წარმოაჩინოს საქსოფონი როგორც უნიკალური, მრავალმხრივი, აღმაფრთოვანებელი კლასიკური ინსტრუმენტი. მისი გაგრძელებადი კვლევა დაეხმარა რომ წარმოედგინა მუსიკალური კომპოზიციის მდიდრული ტრადიცია საქსოფონის მთელი ოჯახისათვის. ძველი ნაწარმოებების გარდა მას აქვს შეკვეთილი და პრემიერაზე შესრულებული მრავალი ახალი პიესა. როგორც ა.შ.შ-ში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. იგი, აგრეთვე დაჯილდოებულია მისი ეკლაქტური პროგრამებისა, რომელებიც შეიცავენ უჩვეულო კომბონაციებს, ძველი ოსტატების, მაგალითად, ბახისა და დებიუსის ტრანსკრიფციებს, მე-20 საუკუნის ხელოვანების მუსიკას, როგორებიც არიან: ელიოტ კარტერი, პაულ ჰინდემიტი, ჯონ კორილიანო და პირადად მისთვის დაწერილ პიესებს. აგრეთვე მისტერ ოვიედოს სიამოვნებს სხვა დისციპლინის წარმომადგენელ არტისტებთან ურთიერთობა, სცენაზე მუშაობა შერეული მედია პროგრამები, ტრადიციული კონცერტების იქით არსებული შესრულების საშუალებებს აღმოჩენა. ხავიერს აქვს დაკრული მსოფლიოს გარშემო მრავალ ქვეყანაში და ყველგან იმსახურებდა დიდ ქება-დიდებას, ჩინეთიდან ლათინურ ამერიკამდე, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მრავალ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ბარსელონაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში. იგი, არაერთხელ გამოჩენილა New Jersey Symphony, the Austin Symphony, the Chattanooga Symphony, L’Orchestre Lamoureux, L’Orchestre à cordes d’Ariège in France, და მოლდოვისა და რუსეთის ნაციონალურ ორკესტრებთან ერთად ორიოლში. როგორც გამოცდილი კამერული მუსიკოსი, მისტერ ოვიედო გამოსულია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, მათ შორის: კარნეგი ჰოლში, ლინკოლნ ცენტრში, კორტოს დარბაზში და გაერთიანებულ ერებში.
მისი სადებიუტო ჩანაწერი „The Classical Saxophone: A French Love Story“ შეიცავდა მე-19-20 საუკუნეების ორიგინალურ მუსიკას საქსოფონისა და ორკესტრისათვის. დისკმა მიიღო მაღალი აღიარება ინდუსტრიის კრიტიკებისა და პუბლიკისაგან. CD ჩაიწერა პარიზში Orchestre Pasdeloup-თან ერთად, ჟან-პიერ შმიტის ხელმძღვანელობის ქვეშ. 2014 წელს მან გამოსცა ორი ახალი ჩანაწერი... და, აი... რომლებიც შეიცავდა კამერულ მუსიკას ნიუ იორკის კომპოზიტორის დებრა კაიეს მიერ, რომლის ორი ნომერიც აღმოჩნდა მის შესრულებაში. „Lazy Afternoon: Salon Music for Classical Saxophone of Byron Bellows“, რომელიც ჩაიწერა St. Luke’s Chamber Ensemble-თან ერთად და უდირიჟორა მაესტრო ჟან-პიერ შმიტმა, შედგებოდა მატერიალებისაგან რომლებიც დაიწერა სპეციალურად მისთვის. ყველა ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომია ამაზონზე, iTunes-სა, და Pandora Internet Radio-ზე.
მისტერ ოვიედო არის დამფუძნებელი წევრი და კლასიკური საქსოფონის პროექტის (Classical Saxophone Project – CSP, classicalsaxproject.org ) აღმასრულებელი დირექტორი. CSP-ს მნიშვნელოვანი მანდატია განათლების გაგრძელება, სადაც იგი მუშაობს ყველა ასაკის სტუდენტებთან რათა შეინარჩუნოს კლასიკური მუსიკა და საქსოფონი მუსიკალური სამყაროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილებად.