„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმაშორენა ცინცაბაძემ2015 წელს. ასოციაციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA), რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება სემინარები, ლექციები, მასტერკლასები. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.
წლევანდელ საზეიმო მარათონზე პირველად წარდგა MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად. მთელი საქართველოს მასშტაბით, შეირჩა14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი.
ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.