მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი
შორენა ცინცაბაძე

Welcome to the Music International Summer Academy - MISA!

We continue to pursue our goal to unite people in the world through music, build peaceful connections between different countries, and celebrate our diversity by making music together. Join us this coming this July for Music, Friends and have fun in the Georgian most unique Cities Tbilisi, Kutaisi and Batumi!

MISA's Soloists
მუსიკალური მოგზაურობა იწყება განათლებიდან! ხელოვნების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდის მიზნით აუცილებელია საკონცერტო დარბაზები იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდასათვის. MISA არის პლატფორმა, რომელიც აკადემიის მონაწილეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიდნენ საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში და ყველაფერს აკეთებს მათი პროფესიონალური ოცნებების აღსახთენლად.
ჩვენი ორგანიზაციის მისია
„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმაშორენა ცინცაბაძემ2015 წელს. ასოციაციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA), რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება სემინარები, ლექციები, მასტერკლასები. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების  მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.             წლევანდელ  საზეიმო  მარათონზე  პირველად წარდგა MISA-ს  ახალგაზრდული სიმფონიური  ორკესტრი, რომელიც  ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად. მთელი საქართველოს მასშტაბით, შეირჩა14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი. ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით.  MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.